ნატო საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება

ნატო საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში ვიზიტისას, ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრის დროს განაცხადა.

"ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების ძალების თაობაზე. თუმცა, ამის გარეშეც ალიანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს. მისი განთავსება ჩვენ შეგვიძლია ყველგან, სადაც მოგვესურვება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პოლონურ TVP Info-სთან საუბრისას.

იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე გასულ კვირას ანდერს ფოგ რასმუსენი შეცვალა.