"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტის აღება წუხელ ორჯერ სცადეს

წუხანდელი ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" სულ მცირე 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით. 

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, "ბოევიკებმა" ასევე ორჯერ სცადეს დონეცკის აეროპორტის შტურმით აღება. 

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ტერორისტების ყველა შეტევა წარმატებით მოიგერიეს. მისივე თქმით, ტერორისტებმა ასევე შეტევები მიიტანეს დასახლებულ პუნქტებზე.