ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. "ბიბისის" ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ამომრჩეველთა ხმების 42% მიიღო , მისმა მთავარმა მეტოქემ, მემარჯვენე ესიო ნევეშმა კი - 34%. მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. 

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ეკოლოგ მარინა სილვას, მან ამომორჩეველთა ხმების 21% მოიპოვა. 

გუშინ ბრაზილიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 142 მილიონმა ადამიანმა მიიღო. 

"ბიბისის" ცნობით, ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევენის მეორე ტური სავარაუდოდ 26 ოქტომბერს გაიმართება.