გროზნოში ტერაქტის შედეგად ხუთი პოლიციელი დაიღუპა

გროზნოში ტერაქტის შედეგად ხუთი პოლიციელი დაიღუპა

ხუთი პოლიციელი დაიღუპა და 12 დაიჭრა დღეს, გროზნოს ცენტრში დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. კონცერტი ჩეჩნეთის დედაქალაქის დღისადმი იყო მიძღვნილი, რომელსაც დღეს აღნიშნავენ. სააგენტოს ცნობით, საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან პოლიციის თანამშრომლებმა საეჭვო გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნიეს. როდესაც სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა გადაწყვიტეს, მამაკაცმა თავი აიფეთქა.

მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელი 19 წლის ადგილობრივი მკვიდრი ოპტი მუდაროვი იყო.