"ახალი დოკუმენტი მიანიშნებს იმაზე, რომ მუშაობის გაუმჯობესება გვმართებს“

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, დოკუმენტის შინაარსის მიმართ უარყოფითად განწყობილი თავად მომხსენებელი იყო.

"ევროპის საბჭოს რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ არის მიღებული. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მთელი რიგი მიმართულებებით ჩვენ მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ, თუმცა აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დოკუმენტის შინაარსის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი მათ შორის, მომხსენებელი და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელიც. მათ არ დაუჭირეს მხარი მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტის კორექტირებულ ვერსიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით პროცესებს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მუშაობა გავაუმჯობესოთ“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით 103 - მომხრე, 27 - წინააღმდეგი დაამტკიცა. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება