ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს დელეგაციის ძალისხმევით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს, გადაწყდა, რომ 2016 წელს ეუთო-ს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება, ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა", - აღნიშნულია განცხადებაში.