ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელი ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს

ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელი ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილი მირზა გოჩუაძის ოჯახს მიუსამძიმრა. 

როგორც პრემიერმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც ქუთაისში მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია. 

"ძალიან ვწუხვარ, ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. მყისიერი რეაგირება მოახდინეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. როგორც იცით, პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.