მირზა გოჩუაძის დედა - ჩემი შვილი თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ეს უბედურება მოხდა

მირზა გოჩუაძის დედა - ჩემი შვილი თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ეს უბედურება მოხდა

ქუთაისში მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის დედის განცხადებით, მისი შვილი სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა . 

"ჩემი შვილი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. ორი დღის წინ ჩამოვიდა სახლში და ეს უბედური შემთხვევა მოხდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გუშინ გარდაცვლილის დედამ.

ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით. პროკურატურამ მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავა.