მოსკოვში თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა გრძელდება

მოსკოვში თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა გრძელდება

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გალა–კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, ანსამბლები „მეტეხი“, „ფრანი“ და თამრიკო გვერდწითელი მონაწილეობენ.

თბილისობის აღნიშვნას მოსკოვში ქალაქის  მერი სერგეი სობიანინი გამოეხმაურა და ქართულ დიასპორას ამ დღესასწაულის ხშირად ჩატარებისკენ მოუწოდა.

თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას ორგანიზებით ხდება, რომელიც მოწმვეულ სტუმრებს მისივე გაკეთებული ელარჯით გაუმასპინძლდა.

„ღონისძიებაზე წარმოდენილ იქნა საქართველოს ყველა კუთხე, ჩვენ, აქ მცხოვრებმა ქართველებმა კახეთიდან ჩამოტანილი ყურძნისგან ღვინო დავწურეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სტუმარსა და მონაწილეს,  მოსკოვის  მერიას,  საქართველოს ხელისუფლებას,  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრ გელა დუმბაძეს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს. წინა ხელისუფლების პირობებში  ქართველ მომღერლებს  პრობლემებს ხელოვნურად უქმნიდნენ, რომ მათ რუსეთში სიმღერის საშუალება არ ჰქონოდათ და დღეს, როგორც ჩვენთვის, ასევე რუსებისთვის სასიხარულოა მათი აქ ყოფნა, რადგანაც ჩვენ გენეტიკურად ახლობლები და ერთმორწმუნე ერი ვართ. ჩვენი ერთიანი ძალისხმევის  პირობებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ  მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება“, - განაცხადა ხუბუტიამ.

თბილისობის დღესასწაულის მოსკოვში გამართვის ფაქტი შეაფასა თამარ გვერდწითელმაც.

„მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, მე მჯერა, რომ მოხდება ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგება“,- აღნიშნა გვერდწითელმა.

ღონისძიების ფარგლებში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის მელორ სტურუას წიგნის  „ლექსების სიცოცხლის ბოლოს“ პრეზენტაციაც გაიმართება.