გიორგი მარგველაშვილი მუსლიმების ზეიმს უერთდება და წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას უსურვბს.
"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის უდიდეს დღესასწაულს. მშვიდობის, იმედის, თანადგომის, მოყვასზე ზრუნვისა და სიკეთის გამარჯვების ამ დღეს ყველა თქვენგანი განსაკუთრებულად ზეიმობს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების, ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში. თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.