მეტროსადგურში " 300 არაგველი" მომხდარი შემთხვევის გამო, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მეტროში დღეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მეტროსადგურში " 300 არაგველი" ლიანდაგში 50 წლამდე მამაკაცი ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ლიანდაგში ჩავარდნილ მამაკაცს მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე გასულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცნო დახმარების მანქანები.
მომხდარის გამო, მეტროს ვარკეთლის ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.