თბილისის მეტროში მამაკაცს მატარებელმა გადაუარა

თბილისის მეტროში მამაკაცს მატარებელმა გადაუარა

მეტროსადგურში " 300 არაგველი" ლიანდაგში 50 წლამდე მამაკაცი ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს , ლიანდაგში ჩავარდნილ მამაკაცს მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე გასულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცნო დახმარების მანქანები. 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.