გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული 30 სექტემბრის ჩათვლით, 3 627 ადამიანი დაიღუპა. როგორც გაერო-ს მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამია, 8 447-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღო.
გაერო-ს განახლებულ მონაცემებში ასევე გათვალისწინებულია უკრაინაში "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მგზავრები.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან ყოველდღიურად ირღვევა შეთანხმება.