უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილიდან ტერორისტები მასობრივად ისვრიანი უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით. ლიგა.ნეტ-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ორი უკრაინელი სამხედრო. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, ტერორისტებმა ცეცხლი "გრადიდან" გახსნეს.
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი დონეცკის აეროპორტზე, ასევე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე.