ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი "იმედიდან" სპორტულ არხზე მიდის

ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყავნი, ლევან ჯავახიშვილი შესაძლოა სპორტულ არხ -TVS-ზე გადავიდეს. როგორც „პირველ რადიოს“ ლევან ჯავახიშვილმა განუცხადა, მან შემოთავაზება მიიღო თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„სპორტული არხი TVS ჰქვია, ლიცანზია აქვს შეცვლილი, ლიცენზია არ ექნება მხოლოდ სპორტი. იქნება საინფორმაციოც. შემოთავაზება მაქვს ამ არხიდან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვარ განხილვის პროცესში. ორშაბათ ან სამშაბათს უკვე ზუსტად მეცოდინება“,-განაცხადა ლევან ჯავახიშვილმა „პირველ რადიოსთან“