„გაჩნდა კიდევ კალაძის ფლანგი“ – „კორკოტას“ კითხვები დაუგროვდა

„გაჩნდა კიდევ კალაძის ფლანგი“ – „კორკოტას“ კითხვები დაუგროვდა

მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ კითხვები დაგროვდა, მისივე თქმით თუ ხელისუფლება საზოგადოებასთან ახლოს არ არის, ყოველთვის დაუშვებს შეცდომებს. „საზოგადოება ითხოვს პასუხებს, საზოგადოება არის გადამწყვეტი რა უნდა გააკეთოს.

პარლამენტში რა საზოგადოებაცაა მისული იმ დროინდელი კარტბლანშით მოვიდნენ. მთელი ელექტორატი მიიჩნევდა რომ მონსტრის დასამარცხებლად ყველას გაერთიანებაა საჭირო, გავიდა დრო არასიმპათიები გამოიწვია სხვადასხვა მიმართულებებმა... რესპუბლიკელების გუნდი, ალასანიას გუნდი და მხარდამჭერები, ღარიბაშვილის გუნდი ოცნების დიდი ნაწილით და გაჩნდა კიდევ კალაძის ფლანგი. ეს ჯგუფები ერთნაირად კარგად იყვნენ, როცა ივანიშვილი იყო სათავეში, ის წავიდა და კავშირები დასუსტდა, დასუსტდა იმის გამო, რომ მომავალში რაღაც უნდა მოხდეს, ამ სახით ოცნება ვერ იარსებებს. გაჩნდა პრეზიდენტის ფენომენიც, სადღაც ყველაფერი დალაგებული არაა“- აცხადებს „ალიასთან “ გია კორკოტაშვილი