აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება საქართველოსა და მის მოკავშირეებს აფხაზების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება საქართველოსა და მის მოკავშირეებს აფხაზების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამოქალაქეების საქართველოსა და მისი მოკავშირეების მიერ დისკრიმინაციის ფაქტებზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს. "აპსნიპრესის" ინფორმაციით, აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, რომელსაც ეუთოში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო, შენგენის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა.

დეფაქტო უწყების განცხადებით, მოსკოვში პოლონეთის საკონსულოს თანამშრომლებმა სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ დამცინავად ერჩიათ აფხაზეთის "მოქალაქეებისთვის", ვიზისთვის "თბილისისთვის მიემართათ".

დეფაქტო საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი იმ ძალისხმევის შედეგია, რომელსაც საქართველო იღებს თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად აფხაზური საზოგადოების იზოლირებისთვის. განცხადების თანახმად, საქართველოში არ სურთ საერთასორისო ორგანიზაციებში მოისმინონ იმ რეალობის შესახებ, რაც ხდება აფხაზეთში და იმ ფაქტებზე, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება საქართველოს მხრიდან. "ეს და სხვა მაგალითები მოწმობს, რომ საქართველო განაგრძობს სხვა მეთოდებით ბრძოლას და ინიღბება ყალბი მშვიდობისმოყვარის დეკლარაციებით შერიგებისა და მშვიდობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, აფხაზური მხარე ჟენევის დისკუსიებზე აპირებს დააყენოს საკითხი, რაც უწყების ცნობით, უკავშირდება აფხაზეთის მოქალაქეების დისკრიმინაციას საქართველოსა და მისი მოკავშირეების მიერ.