პრემიერთან „უცხოელთა შესახებ“ ახალ კანონზე იმსჯელეს

პრემიერთან „უცხოელთა შესახებ“ ახალ კანონზე იმსჯელეს

საქართველოს მთავრობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის მოქმედებაზე მონიტორინგს ახორციელებს.

ახალი კანონის დადებით მხარეებსა და შესაძლო ხარვეზებზე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ახალ წესებთან შეგუების პროცესს უცხოელთა ერთი ნაწილი მტკივნეულად აღიქვამს, შესაბამისად, მთავრობა მათი დახმარების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ ყველა უცხოელს, რათა მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამატებითი ხარჯების გარეშე მოექცეს ახალი კანონის შესაბამის რეგულაციებშიდა კანონმა კითხვის ნიშნები არ გამოიწვიოს.