პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებას არ აქვს საკუთარი ტელევიზია!

პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებას არ აქვს საკუთარი ტელევიზია!

პუბლიცისტი, ყოფილი დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე „რეპორტიორთან" საუბარში ახალი ხელისუფლების ორი წლის საქმიანობას აფასებს.

„გამოვყოფ, რაც თვალშისაცემია. არის ორი უმთავრესი საკითხი, რაც საზოგადოების ინტერესს იწვევეს. ეს არის დემოკრატიულობის ხარისხი, ანუ რამდენად მივდივართ სამართლიანი სახელმწიფოსკენ? თვალშისაცემი სიახლეა, რომ პირველად - ხელისუფლება არ ერევა ბიზნესის საქმიანობაში, არ ატერორებს ბიზნესმენებს, წილებში არ უჯდება.

და მეორე - პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებას არ აქვს საკუთარი ტელევიზია. ის არ მონაწილეობს ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკაში. ხელისუფლების საქმიანობა შუქდება ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს მედია. ის, რომ ბიზნესი და მედია თავისუფალია, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ამ კუთხით, თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ სხვა ინსტიტუტების დაშენებაზეც.

ატერორებდნენ ოჯახებს, ბიზნესს, ღამე უვარდებოდნენ სახლებში და ხდებოდა კატასტროფა. იგივე იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში, ხდებოდა მათი მოსყიდვა, დაშინება და დატერორება. ადრე ხელისუფლების წარმომადგენლები ქმნიდნენ საინფორმაციო პოლიტიკას!" - აღნიშნავს მაღლაფერიძე.