"კავკასუს ონლაინში" კრიმინალური პოლიცია შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით "კავკასუს ონლაინი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"კავკასუს ონლაინი" სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველი ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1-ელ ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის შესრულება.
მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, "კავკასუს ონლაინის", ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით კრიმინალური პოლიციის შესვლა "კავკასუს ონლაინში" კომპანიის სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას უკავშირდება.