წევრი სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ ევროსაბჭო დოკუმენტს აქვეყნებს

წევრი სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ ევროსაბჭო დოკუმენტს აქვეყნებს

ასამბლეა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და არჩევნების კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებას მიესალმება.

ამასთან, გამოთქვამს შეშფოთებას ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული საქმეების და სასამართლო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა - ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მეხუთე და მეექვსე მუხლების დაცვით, რომლის შესრულების ვალდებულებაც ქვეყანას აქვს აღებული.

გარდა ამისა, ასამბლეა მიესალმება სასამართლო რეფორმის პაკეტს, რომელიც თავისუფალი სასამართლოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის მომზადებისას, ანგარიშის ავტორი ევროკომისარ შტეფან ფულესა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს თომას ჰამერბერგს შეხვდა. მონიტორინგის ქვეშ, საქართველოს გარდა  რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ბულგარეთი, მონაკო, თურქეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა არიან.

მომხსენებელი კი მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი, ავსტრიელი დეპუტატია.