ზაზა დავითაიას ცემაში ბრალდებულ ფარნაოზ ჭკადუას 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზაზა დავითაიას ცემაში ბრალდებულ ფარნაოზ ჭკადუას 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„თავისუფალი ზონის“ წევრი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რომელმაც არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ფარნაოზ ჭკადუასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა დააკავა. ასევე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე დაკავებულია დავით გოგოხია. ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.