ბავშვთა პორნოგრაფიის ატვირთვისთვის

ბავშვთა პორნოგრაფიის ატვირთვისთვის "კავკასუს ონლაინში" კრიმინალური პოლიცია შევიდა

„კავკასუს ონლაინში“ კრიმინალური პოლიცია იმყოფებოდა.
ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, თანხის აღების სანაცვლოდ, კავკასუსის სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების იტვირთებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თანამშრომლები ამ დროისათვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს.