ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი ბორის სილევიჩი "პირWელის" შეკითხვას პასუხობს.
მისი თქმით, „რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემის მიზეზი ის გახლდათ, რომ გარკვეულმა ცვლილებებმა, რომელმაც მხარდაჭერა მოიპოვა, საბოლოო ტექსტი დაუბალანსებელი გახადა".
"ჩვენ როგორც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძებნას ვცდილობდით - რიგ შემთხვევებში წარმატების მიღწევა შევძელით, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, ავიღოთ პასუხისმგებლობა აშკარად პარტიზანული ხასიათის მქონე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშიირებით. შესაბამისად, მას ხმას ვერ მივცემდით“,- განუცხადა "პირWელს" სილევიჩმა.
ევროსაბჭომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ რეზოლუცია პირველ ოქტომბერს მიიღო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზის მიხედვით, დებატების მიმდინარეობისას, ასამბლეა მიესალმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს, რომელიც საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა, პოლარიზებული გარემოს და დაძაბულობის მიუხედავად.
ტექსტის თანახმად, საპარლამენტო ასამბელის თანამომხსენებლებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ძლიერი ოპოზიციის, ასევე კარგად ორგანიზებული მმართველი კოალიციის ყოფნა პარლამენტის როლს აძლიერებს".
რეზოლუცია ასევე მიესალმება ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.
დოკუმენტის ტექსტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ გამოძიება და ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნა - რომელიც ეფუძნება ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებულ ბრალდებებს, მიმდინარეობს მიუკერძოებლად და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების შესაბამისად, რომელსაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს".
როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, პარლამენტარებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება წინასწარი პატიმრობის ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა დაძლიოს ანტაგონიზმი, პოლარიზაცია და შურისძიების გრძნობა, რათა დემოკრატიული განვითარება განაგრძოს.