სომხეთის მთავრობამ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პროექტს მხარი დაუჭირა

სომხეთის მთავრობამ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პროექტს მხარი დაუჭირა

სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თანხმობის პროექტს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

news.am-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვაკ აბრამიანმა სამი დღე მისცა ყველა უწყებს დოკუმენტის საბოლოო შეთანხმებისა და სომხური ვერსიის ორიგინალთან შედარებისთვის.

შედეგად, "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" წევრ ქვეყნებს შორის ტარიფები და სხვა საბაჟო გადასახადები შემდეგნაირად გადანაწილდება - სომხეთს ერგება ხარჯების 1,13%, ბელორუსს - 4,65%, ყაზახეთს - 7,25%, რუსეთს - 86,97%.

საბაჟო ტარიფები თანდათან გაიზრდება შვიდი წლის განმავლობაში, საშუალოდ 2-3%-იანი პუნქტით, ცალკეულ შემთხვევებში 15%0-მდე. 2022 წლისთვის კი სომხეთი "ევრაზიული კავშირის" საცალო ტარიფებზე სრულად გადავა.

საბაჟო ტარიფიდან გათავისუფლდა ხორცპროდუქტები, რძის ფხვნილი, სიმინდი და ბრინჯი, ზეთი, ასევე ბენზინი და სხვა სახის ნავთობპროდუქტები, მედიკამენტები, საავტომობილო ტექნიკა.

29 მაისს რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა ასტანაში ხელი მოაწერეს ევროზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში.

სომხური მედიის ცნობით, 10 ოქტომბერს მინსკში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებში ევროზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთისა და ყირგიზეთის მიღების საკითხი გადაწყდება.