უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება მთელ რეგიონს კატასტროფით ემუქრება

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება მთელ რეგიონს კატასტროფით ემუქრება

გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლება მთელ რეგიონს კატასტროფით ემუქრება. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს მინსკის მოლაპარაკებების შესრულებისკენ მოუწოდა.

"ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისკენ დაბრუნებამ, შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს უკრაინასა და მთელ რეგიონში", - განაცხადა ბან კი მუნმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის გაორმაგება აღმოსავლეთ რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.