ავსტრალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერაყში "ისლამურის სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში გაწევრიანებას. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის განცხადებით, ავსტრალიური გამანადგურებლები მონაწილეობას მიიღებენ ავიაშეტევებში. მისივე თქმით, ერაყში ასევე ჩავლენ ავსტრალიელი სამხედროებიც, რომლებიც ერაყელ სამხედროებს რჩევებს მისცემენ და მომზადებაში დაეხმარებიან.
გუშინ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში გაწევრიანებას დუჭირა მხარი თურქეთის პარლამენტმაც. "ბიბისის" ცნობით, თურქი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციებში როგორც სირიაში, ასევე ერაყში.
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ საერთაშორისო კოლიციას აშშ-ი ხელმძღვანელობს. კოალიცია ავიაშეტევებს ახორციელებს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სირიაში.