ოქტომბრის ბოლოდან რამდენიმე რუსულ ავიაკომპანიას საქართველოში ფრენისშესაძლებლობა ექნება. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია იმ ავიაკომპანიების ზუსტი დასახელება, რომლებიც ორ ქვეყანას შორის რეგულარულად იფრენენ.
აღსანიშანვია, რომ ქართულ მხარეს რუსეთისმხრიდან მოთხოვნა რეგულარულიავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ მიუღია. ამის შესახებ „კომერსანტს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსხელმძღვანელმა, გურამ ჯალაღონიამ განუცხადა.
„შეიძლება ჩემს სამსახურში ეს წერილი უკვე მოსულია, მაგრამ მე ის ჯერ არ მიმიღია. როგორცკი ეს წერილი დაიდება, მე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ. მექნება იმ ავიაკომპანიებისჩამონათვალი, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარულად ფრენა სურთ. ამისშემდეგ განვიხილავ კონკრეტული ავიაკომპანიების მომართვას, მივცე თუ არა საქართველოშიფრენის უფლება“, - განმარტა ჯალაღონიამ.
მისივე თქმით, საქართველოში ფრენის სურვილი უკვე გამოთქვეს ავიაკომპანიებმა„აეროფლოტი“ და „ მეტროჯეტი“. აღნიშნული კომპანიების მოთხოვნას გურამ ჯალაღონიამხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ოფიციალური წერილის შემდეგგანიხილავს. მისი განცხადებით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ფრენები ზამთრის სეზონისდასაწყისში, ანუ ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან რიგ ავიაკომპანიებს უფლება აქვთშეასრულონ რეისები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით. დოკუმენტში აღნიშნულია,რომ ნებართვა საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლოტის შესაბამისად გაიცა.
მათი ინფორმაციით, რეგულარულ ფრენებზე ნებართვა ავიაკომპანიებმა „აეროფლოტი“, „ვიმავია“, „გლობუსი“, „ტრანსაერო“, „ურალის ავიახაზები“, „უტეარი“ და "სიბირი" მიიღეს.