თბილისში ტრამვაი დავით ნარმანიას საარჩევნო ციკლში ვერ გაივლის

თბილისში ტრამვაი დავით ნარმანიას საარჩევნო ციკლში ვერ გაივლის

თბილისში ტრამვაი დავით ნარმანიას საარჩევნო ციკლის განმავლობაში ვერ გაივლის.

ამის შესახებ ,,ბიზნესკონტაქტს’’ თავად დედაქალაქის მერმა განუცხადა და განმარტა, რომ თბილისის წინა მთავრობის პირობებში პროექტთან დაკავშირებით კომპანია ,,სისტრას’’ მიერ ჩატარებული კვლევა გასაახლებელია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება მაინც გადაწყდა, ტრანსპორტის ამ სახეობის განსავითარებლად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდება.

თბილისის მერი დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია, 34 მილიონი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება, არის ცალკეული დეტალები, რომლებზეც ჩვენ კითხვის ნიშნები გვაქვს და შემდგომ, როცა განხილვები იქნება, რა თქმა უნდა, ამ საკითხს ამოვწურავთ.

"ჩემი საარჩევნო ციკლის განმავლობაში ვერ მოესწრება ის, რომ ტრამვაიმ იაროს თბილისში. იმიტომ, რომ მშენებლობას მინიმუმ 3 წელი მაინც უნდა და მე სულ რაღაც 3 წელი და რამდენიმე თვე მაქვს დარჩენილი"- აცხადებს ნარმანია.