"ქართული ხმების" სოლისტის, დავით გოგიაშვილის სიდედრი გულის შეტევით, ემოციურ ფონზე გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსთაველის თეატრში, გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დავით გოგიაშვილის სიდედრი 77 წლის იყო და იგი ადრეც ავადმყოფობდა.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ანსამბლ "ქართული ხმების" წევრის, დავით გოგიაშვილის ("თავგასას") ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ტარდებოდა, თუმცა, მალევე ჩაიშალა. პარტერის პირველ რიგებში გარდაცვლილი მომღერლის სიდედრი შეუძლოდ გახდა და ის თეატრშივე გარდაიცვალა.