მაყურებლის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრში კონცერტი ჩაიშალა

მაყურებლის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრში კონცერტი ჩაიშალა

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ანსამბლ "ქართული ხმების" წევრის, დავით გოგიაშვილის ("თავგასას") ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩაიშალა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრიდან იუწყება, დღეს "ქართული ხმების" სოლისტის, დავით გოგიაშვილის ("თავგასას") ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი იმართებოდა. თუმცა კონცერტის დაწყებიდან ერთ საათში პარტერის პირველ რიგებში გარდაცვლილი მომღერლის სიდედრი ცუდად გახდა და ის თეატრშივე გარდაიცვალა. 
აღნიშნულის გამო ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩაიშალა.