მიმდინარე წელს თამბაქოს აქციზის ფასი კვლავ მოიმატებს, რასაც თამბაქოს ფასის ზრდა მოჰყვება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქციზზე ფასის ზრდა, თამბაქოს წინააღმდეგ სახელმწიფოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება.
„ფინანსთა სამინისტრომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სამოქმედო გეგმაშია გაწერილი -ყოველწლიურად თამბაქოზე აქციზის ფასი უნდა გაიზარდოს. აქციზზე ფასის ზრდა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ხდება, რაც უფრო იზრდება აქციზის ფასი, ნაკლებადხელმისაწვდომი ხდება თამბაქო. განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და დამწყებ მწეველებში.ამიტომაა ჩადებული ეს საკითხი სახელმწიფო სტრატეგიაში", -აცხადებს გამყრელიძე.