"რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ძმა - დაყაჩაღებაში ბრალდებული, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოუშვა"

პრემიერის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ის ფაქტის მეტყველებს, რომ სასამართლომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმა გაათავისუფლა.

"მე მოვისმინე, თითქოს სასამართლო ჯერ კიდევ პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამდენ საქმეზე არის გამამართლებელი განაჩენი დამდგარი?! ბოლო ფაქტს გეტყვით, რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩაღა 2 ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არც ერთმა ტელევიზიამ. ეს პიროვნება, მე არ ვიცი ვინ არის, რომელიც ბრალდებული იყო ორი ადამიანის დაყაჩაღებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოუშვა და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, რომ თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო არის თავისუფალი და თვითონ ბატონი კუბლაშვილის ნათქვამის ციტირებას მოვახდენ, რომ დღეს სასამართლო არის თავისუფალი, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ისეთივე სტანდარტებით ვმუშაობთ ჩვენ, როგორც გამოყენებულია ნებისმიერ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში. როგორც ვიცი, სააპელაციო სასამართლოში ამ პიროვნებას მიესაჯა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.