ევროსაბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც „პირWელს“ ორგანიზაციის მთავარი ოფისიდან აცნობეს, 1 ოქტომბერს დამტკიცებულ "რეზოლუციაში რომელიმე რეკომენდაციის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რაიმე სანქციაზე საუბარი არ არის“. თუმცა, დებულებების თანახმად, ასამბლეას შეუძლია დააწესოს მთელი რიგი სანქციები, რაც ითვალისწინებს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას, ან უკიდურეს შემთხვევებში, რეკომენდაციას, შეუჩეროს უფლებამოსილება სახელმწიფოს, როგორც ასამბლეის წევრს“. „თუ რეკომენდაციები არ შესრულდებოდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების საქართველოში ვიზიტის დროს, მათთან შემდგომი დისკუსიის გამართვა გახდებოდა საჭირო. ევროსაბჭოს 10 წევრ სახელმწიფოს შორის საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ექვემდებარება ასამბლეის მონიტორინგის პროცედურას - ეს არის დიალოგი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, აღებული ვალდებულებების შესაბამისად - როდესაც ქვეყანა ამ ორგანიზაციას შეუერთდა. მონიტორინგის პროცედურები უზრუნველყოფს წევრი ქვეყნებისთვის დახმარებას, რათა დააკმაყოფილონ ევროსაბჭოს სტანდარტები, თუმცა, დებულებების თანახმად, ასამბლეას შეუძლია დააწესოს მთელი რიგი სანქციები, რაც ითვალისწინებს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას, ან უკიდურეს შემთხვევებში, რეკომენდაციას, შეუჩეროს უფლებამოსილება სახელმწიფოს, როგორც ასამბლეის წევრს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.