"ამ ინფორმაციის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ ოფიციალური უარყოფა, ჩვენ მიერ სერიოზულად აღიქმება"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში სირიელი "ბოევიკებისთვის" შესაძლო საწვრთნელი ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"მოსკოვში ყურადღება მიაქციეს რამდენიმე ხნის წინ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში სირიელი "ბოევიკების" ამერიკული სამწვრთნელო ბაზის განთავსების გეგმების შესახებ.

ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ თბილისის მსგავსი გადაწყვეტილება, თუ ის ამას მიიღებდა, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვართან სტაბილურობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ამასთან, გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, რომლის ნორმალიზაციის პროცესი ამჟამად წარმატებით მიმდინარეობს.

ამიტომ თბილისში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოფიციალურად უარყოფა, ჩვენს მიერ სერიოზულად არის აღქმული. 

აღნიშნულ თემას ყურადღებით მივადევნებთ თვალს", - აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.