2014 წლის 3 და 4 ოქტომბერს გიწვევთ საუბილეო სხდომაზე და სამეცნიერო კონფერენციაზე – „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის
ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, 3 ოქტომბერს, პარასკევს, 15:00 საათზე, ხოლო 4 ოქტომბერს, შაბათს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში (პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი) ჩატარდება საიბილეო სხდომა.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია – „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში“; ხოლო 19:00 საათზე, თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში გაიხსნება გამოფენა და გაიმართება კონცერტი.