ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება , საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საკრებულოს 13-მა დეპუტატმა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დააყენა.
"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ ზურაბ ჩაჩუამ აღნიშნა, რომ ოთარ ხარჩილავა მასზე დაკისრებულ უფლებამოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებს.
სხდომაზე ფარული კენჭისყრა ჩატარდა. თავმჯდომარის გადასაყენებლად, საკრებულოს წევრების უმრავლესობის თანხმობა იყო საჭირო.