პრემიერმა პატრიარქს ძმის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა

პრემიერმა პატრიარქს ძმის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა

ძმის გარდაცვალების გამო პატრიარქს პრემიერის გარდა სამძიმარი მთავრობის წევრებმა, საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა გამოუცხადეს.

„ვუერთდებით სამძიმარს და ჩვენს უწმინდესს ვუსამძიმრებთ მისი ძმის გარდაცვალებას. ჩვენ მოვედით მთავრობის წევრები, რათა სამძიმარი გამოგვეცხადებინა პარტიარქისთვის“, - განაცხადა ღარიბაშილმა.

ასევე, სამთავროს დედათა მონასტერში დილიდან იკრიბებოდნენ სასულიერო პირები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და უბრალო მოქალაქეები.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) დღეს სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმა ბერი გიორგი 30 სექტემბერს გარდაიცვალა.