„ორგანიზაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშ მოქმედებს, დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს“

„ორგანიზაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშ მოქმედებს, დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

„ის ძალა, ის არასამთავრობოები, რომლებიც მათი სახელით, მათ საფარქვეშ მოქმედებენ, ესენი არიან დესტრუქციული ძალები. მათ ქმედებაში მე ვხედავ მხოლოდ დესტრუქციულ მოქმედებას. არავითარი საშიშროება არ არსებობს, აქციაზე პარტულია მობილიზებული და იცავს წესრიგს. ეს არის მიუღებელი ძალადობა, ჟურნალისტზე თავდასხმა მითუმეტეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი ზონის“ ოფისთან აქცია გაიმართა. აქციაზე ერთმანეთს „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ.