სამართალდამცველებმა

სამართალდამცველებმა "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელი ზურაბ ბიგვავა დააკავეს

სამართალდამცველებმა "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელი ზურაბ ბიგვავა დააკავეს. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი თაობის" წევრმა "თავისუფალი ზონის" აქციის მიმართულებით ცოცხი ისროლა. ბიგვავა აცხადებდა, რომ ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სიმბოლოა.

"თქვენ ცოცხების ღირსი ხართ", - ყვიროდა იგი "თავისუფალი ზონის" მონაწილეების მისამართით.

"თავისუფალი ზონის" ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს.

"თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებს, რომებიც ორი დღის წინ მოხდა. კონტრაქციას მართავს "თავისუფალი ზონაც".