უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომაზე მისი დასწრება სავალდებულო არ იყო, რადგან ის დელეგაციის ძირითადი წევრი არ არის.
,,ჯერ კიდევ ივნისის სესიაზე დავწერე შესაბამისი ინფორმაცია, რომ ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ვერ დავესწრებოდი იმიტომ, რომ ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი მქონდა. პრაქტიკულად სულ ექვსი დღე ვიყვი ორი თვის განმავლობაში საქართველოში. ასევე არ ვარ დელეგაციის ძირთადი წევრი, ამიტომ შეხვედაზე ჩემი ყოფნა აუცილებელი არ იყო", - განცახადა ხიდაშელმა.
როგორც თინა ხიდაშელმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხდა, დელეგაციის წევრებმა რეზოლუციის ტექსტში ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ აპრილის თვეში იცოდნენ.
,,რეზოლუციაში ეს ცვლილებები რომ იქნებოდა, დელეგაციის ყველა წევრმა აპრილის თვეში იცოდა. მაშინ ბევრი კონსულტაციის შედეგად მივაღწიე იმას, რომ მოსმენა გადავდეთ. ასევე ივნისში იგივე პროცესის შედეგად საერთოდ არ მოხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში რეზოლუციის პროექტი. მე სწორედ ივნისში განვაცხადე, რომ სესიას ვერ დავესწრებოდი. რატომღაც ვფიქრობდი, რომ იგივე შედეგით დამთავრდებოდა ოქტომბრის სესიაც და რეზოლუცია არ გავიდოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. აპრილში ჩვენ უკვე ვიცოდით რომ EPP-ის ექნებოდა ეს ტექსტი, რომელიც პარტიზანულად ვრცელდებოდა და ვიცოდით რა ცვლილებებიც იყო. წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი სესია არ ყოფილა რომ EPP-ის არ მოეთხოვა რაიმე ფორმატით საქართველოს შერცხვენა, მაგრამ არც ერთხელ მათ ეს არ გამოუვიდათ, რადგან ყველა ჯერზე ჩვენ ეს საკითხი ჩავაგდეთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.