დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „თავისუფალი ზონის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაგინა.
„თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები მათთან დაპირისპირებულ ადამიანებს მონებს ეძახიან. აქციას შეუერთდა საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გია კორკოტაშვილი. ასევე, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერად უპირისპირდებიან, რადგან პოლიცია მათ ერთმანეთთნ მიახლოების საშუალებას არ აძლევს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ქონება დააგროვეს და ახლა, ამ ფულით აფინანსებენ „თავისუფალ ზონას“.
„თავისუფალი ზონის“ მოწინააღმდეგეებმა დაპირისპირებულ მხარეს კვერცხი ესროლეს, თუმცა ნასროლმა კვერცხმა ადრესატამდე ვერ მიაღწია.