„ყველა ბრალდება კანონთან და სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაშია“

„ყველა ბრალდება კანონთან და სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაშია“

ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილის შეფასებისას განაცხადა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნაზეა საუბარი.

„მე შემიძლია გესაუბროთ სამართლებრივ საკითხებზე. ყველა ბრალდება კანონთან და სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაშია. პოლიტიკურ შეფასებებზე პროკურატურა კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, პოლიტიკოსები კი თავისას“, - განაცხადა გოგაძემ.