ირაკლი ღარიბაშვილი სამთავროს დედათა მონასტერში ენერგტეტიკის მინისტრთან კახი კალაძესთან ერთად მივიდა.
პატრიარქისთვის სამძიმრის გამოსახატავად სამთავროს მონასტერში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდნენ, რომლებმაც პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს პატრიარქს ძმის გარდაცვალება.
სამთავროს მონასტერში მინისტრთა კაბინეტის წევრები დავით სერგეენკო, მაია ფანჯიკიძე და ნოდარ ხადური იმყოფებიან.
მონასტრეში იკრიბებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სასულიერო პირები და უბრალო მოქალაქეები.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ძმის, ბერი გიორგის (ვიქტორ შიოლაშვილის) დაკრძალვის ცერემონია 14:00 საათზე დაიწყო და მას სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ. ბერი გიორგი 30 სექტემბერს გარდაიცვალა.