"თავისუფალი ზონის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მივიდნენ

თბილისში, "თავისუფალი ზონის" ოფისის წინ, პეკინის 34-ში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განმარტა, "თავისუფალი ზონის" წევრები საკუთარი ოფისის წინ იდგებიან.

"ჩვენ აქ ვიდგებით და არსად წასვლას არ ვაპირებთ", - განაცხადა ბოკერიამ.

"თავისუფალი ზონის" ოფისის წინ ორგანიზაციის აქტივისტებთან ერთად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც იმყოფებიან, მათ შორის - დავით დარჩიაშვილი, ხათუნა ოჩიაური.

"თავისუფალი ზონის" ოფისის მოწინააღმედეგ მხარეს ორგანიზაცების - "თავისუფალი თაობისა" და "ქართული იდეის" აქტივისტები იკრიბებიან. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილზებული არიან სამართალდამცავები.

როგორც ცნობილია, "თავისუფალი თაობისა" და "ქართული იდეის" აქტივისტები "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქციას გეგმავენ.