"ბოევიკებმა" დღეს დილიდან მორიგი შტურმი მიიტანეს დონეცკის აეროპორტზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ხელმძღვანელის ვლადისლავ სილიზნიოვის განცხადებით, "ბოევიკებმა" შტურმი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაიწყეს.
მისივე თქმით, "ბოევიკები" უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებს ცეცხლს "გრადის", არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით უტევენ.
უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის აეროპორტში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. არაოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტიის ტერიტორიიდან შავი კვამლი ამოდის.