იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების საკითხის განხილვა გადადო.
ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს დღეს კომიტეტის სხდომაზე ელოდებოდნენ, თუმცა, როგორც კომიტეტში ითქვა, ისინი, მოუცლელობის გამო პარლამენტში ვერ გამოცხადდნენ.
უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობზე ორივე კანდიდატურა პრეზიდენტმა ადრეც წარუდგინა პარლამენტს, თუმცა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს.
ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერაშვილის კანდიდატურაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებს.