ეს არის იმ ომის მორიგი ეტაპი, რომელიც ჭიკაიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილმა გამოუცხადა

ეს არის იმ ომის მორიგი ეტაპი, რომელიც ჭიკაიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილმა გამოუცხადა "თავისუფალ ზონას"

ეს არის იმ ომის მორიგი ეტაპი, რომელიც ჭიკაიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილმა გამოუცხადა "თავისუფალ ზონას", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი ზონის" გამგეობის წევრმა კობა ხაბაზმა დღეს დაგეგმილი აქციის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, "თავისუფალი ზონა" განვითარებული მოვლენების შესაბამისად იმოქმედებს.

"ეს არის მორიგი ეტაპი იმ ომის, რომელიც ჭიკაიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილმა გამოუცხადა "თავისუფალ ზონას". ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ოფისში შემოიჭრნენ, პოლიციას, მიუხედავად ჩვენი არაერთი დარეკვისა, არაფერი გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავკარგეთ ნდობა და პრევენციისთვის მოვუწოდეთ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ მოვიდნენ ოფისში. სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

"თავისუფალი ზონის" ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. ოფისის გასწვრივ მთელ პერიმეტრზე საპატრულო პოლიციას ბარიკადები აქვთ.

დღეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პირველი აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული იდეა", მეორე აქციის კი - ჟურნალისტები. აქციების მონაწილეები "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებენ. ზაზა დავითაია ორი დღის წინ სცემეს. ცემაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია.