თუ პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები არ იქნებიან ქმედითუნარიანი, უფრო სერიოზულ დაპირისპირებმადე მივალთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შეფასებისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მასების მანიპულაციით და ოპონენტებზე ზეწოლით ძალაუფლების შენარჩუნება უნდა.
"ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ დავუდგეთ გვერდში ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ამოძრავებთ არაფერი, გარდა პატრიორტული ემოციისა. მათ წინააღმდეგ გალაშქრება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც ცდილობს ვინმე ზაზა დავითაია, რომელსაც რატომღაც ჟურნალისტს ეძახიან, არ არის ჩვეულებრივი აქცია. ცნობილია მათი განცხადებები, რომ უნდათ განადგურება "თავისუფალი ზონის". ამას იმიტომ აკეთებს ხელისუფლება, რომ არიან პროვოკატორები და უნდა ხელისუფლების შენარჩუნება მასების მანიპულიაციით და ოპონენტებზე ზეწოლით. თუ ასე გაგრძელდება, თუ პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები არ იქნებიან ქმედითუნარებიანები, უფრო სერიოზულ დაპირისპირებამდე მივალთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამ წუთებში "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილზებულები. მათ ბარიკადები აქვთ "თავისუფალი ოფისის" გასწრივ მთელ პერიმეტრზე. "თავისუფალი ზონის" ოფისში კი, ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან.
დღეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქციები დაგეგმილი. პირველი აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული იდეა", მეორე აქციის კი - ჟურნალისტები. აქციების მონაწილეები "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებენ. ცემის ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. ცემაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია.