,,2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, რამდენადაც მე გავეცანი, არ არის გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გაზრდა", - განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, საპენსიო რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტრო მთავრობასთან ერთად უკვე მუშაობს და ცვლილებების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
,,საპენსიო რეფორმაზე ძალიან სერიოზულად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა. უახლოეს კვირებში ალბათ მეტი ინფორმაცია გვექნება თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგამება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ათი წლის განმავლობაში არც კი განხორცილებულა. ჩვენ გვიწევს დღეს იმ ნაბიჯების გადადგმა რაც უნდა ყოფილიყო 2005 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუეჯტში საპენსიო ფონდის გაზრდას, რამდენადაც მე ვნახე ეს გათვალისწინებული არ იყო", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.